რეზონანსი
16.01.2019

 დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ ადგილობრივები „ყაზტრანსგაზის“ გამოძახების დეტალებს იხსენებენ. მათი თქმით, დარეკეს დღის მეორე ნახევარში კომპანია “ყაზტრანსგაზში“ და განუცხადეს, რომ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის სუნი შეინიშნებოდა.

ადგილობრივების თქმით, კომპანიის თანამშრომლები შეტყობინების შესვლის შემდეგ ადგილზე დაგვიანებით გამოცხადდნენ, ტერიტორიაზე მისვლის შემდეგ კი განაცხადეს, რომ საეჭვო არაფერი ყოფილა.

„საზარელი სუნი იდგა გაზის. შევიდნენ, შეამოწმეს, შედით, არაფერი პრობლემაა, შევედით, არ იყო გასული ორი საათი და ეს მოხდა“, - აცხადებს ადგილობრივი.

ადგილობრივების თქმით, კომპანიის თანამშრომლების წასვლის შემდეგ რამდენიმე საათში კი დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 7 დაშვებულია.

„ჩვენ არ ვეძებთ სკანდალებს, ჩვენ სიკვდილის რიგში ვდგავართ, გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ყველას მოეთხოვება პასუხი,“- განაცხადა ადგილობრივმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×