(რეზონანსი) გუშინ ვერაზე ორი ახალგაზრდას დაჭრის თაობაზე "კურიერი" ახალ დეტალებს ააშკარავებს. როგორც "კურიერის" წყარო იუწყება, სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი ფიგურანტი "ქართული მარშის" ყოფილი ლიდერის გია კორკოტაშვილის შვილი, ვაჟა კორკოტაშვილია.
აღნიშნულ ფაქტს თავად გია კორკოტაშვილი არ ადასტურებს. ის ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ადასტურებს, მისი შვილი კონფლიქტისას დაჭრილ ერთ-ერთ პირთან მეგობრობს.
„ზუკას ვიცნობ მეც , რავიცი ჩვეულებრივი ის არის რა... ვიცი რომ დაჭრილია. ადუაშვილიც ვიცი რომ ჯანმრთელადაა. იმათ საერთოდ არ ვიცნობ პრეზიდენტის სიძის მხარეს. ვაჟიკო რაზე ამოტივტივდა არ ვიცი, შეიძლება მეგობრები არიან ზუკა და ეგ. თუ მონაწილეობდა იქ უშუალოდ უნდა ყოფილიყო, სამართალდამცველები დააკავებდნენ.
ისეთი ცხოვრება მაქვს მე დაძაბული და ის რომ ეგეთი ჩხუბი რომ მოსვლოდა ვაჟიკო ეგეთ რამეზე საქმის კურსში არ მაყენებს, თავის პიროვნული ბიჭობაც ყოფნის და ყველაფერიც, რომ საჩხუბარი თუა იჩხუბოს მოსაფერებელი თუა მოეფეროს,"-ამბობს გია კორკოტაშვილი.