
2018-19 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგების შემდეგ სწავლა 21 იანვარს განახლდება.
სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სადენზიფექციო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. რამდენად მზად არიან ამისთვის საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები.
ამ დროისთვის თბილისის 130 ბაღს ჩაუტარდა დეზინფექცია, დარჩენილ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კი პროცესი გრძელდება და სწავლის დაწყებამდე ყველა ბაგა-ბაღი მომზადებული შეხვდება აღსაზრდელებს.
"სწავლის დაწყებამდე, დასუფთავდება, მოწესრიგდება ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ჩატარდება დეზინფექცია და დერატიზაციაც (მღრღნელების საწინააღმდეგო პროცედურა)", - განუცხადეს "მშობლები.გე"-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი.