რეზონანსი
16.01.2019

 (რეზონანსი) „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ოზურგეთში მცხოვრები მამაკაცი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მას ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, გამთენიისას კი, მამამ შვილი სხვენში ჩამომხრჩვალი იპოვა.

გარდაცვლილს ცოლი და ერთი შვილი დარჩა. შსს ცნობით, ფაქტი დილით დაფიქსირდა.

"სამწუხაროდ, ამ დილით დაფიქსირდა ეს შემთხვევა. გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი. სუიციდის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. საქმეს შსს გურიის პოლიციის სამმართველო იძიებს 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს",- განაცხადეს შსს-ში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×