რეზონანსი
16.01.2019

 (რეზონანსი) ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, რის გამოც ადგილზე გამოიძახეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

ქარის შედეგად დაზიანებულია მუნიციპალური ტრანსპორტისთვის განკუთვნილი მოსაცდელი, საგზაო ნიშნები და სარეკლამო ბანერები. ასევე ხუთ ბალამდე შტორმია ბათუმის სანაპიროზე.

ამ დრომდე ჩაკეტილია შავშეთის ქუჩა, სადავ 5-სართულიანი სახლიდან სახურავის ჩამოვარდნის საშიშროებაა. ამ ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს. პრობლემებია ასევე პუშკინის ქუჩაზეც, სადაც მრავალსართულიანი კორპუსიდან ქარმა ფანჯრები ჩამოყარა.

ორი ადამიანი დაშავდა ხახულის ქუჩაზე კერძო სახლიდან გადავარდნის შედეგად. ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მეორე კი მცირედი დაჟეჟილობით სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

იანვრის დასაწყისში, ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სახურავის ჩამოვარდნას ბათუმში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×