რეზონანსი
16.01.2019

 (რეზონანსი) ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, ძლიერი ქარის გამო, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ორი ადამიანი ჩამოვარდა. ერთ-ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს წელის არეში დაზიანება ჰქონდა მიყენებული. ხოლო მეორე ადამიანი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, მას ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცები ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის შეკეთებას ცდილობდნენ.

ამ დროისთვის ბათუმში ძლიერი ქარია.

 

"ინტერპრესნიუსი"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×