რეზონანსი
16.01.2019

 (რეზონანსი) ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მთაში თოვლი, ზღვაზე კი შტორმია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

„17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×