(რეზონანსი) ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევეის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი, ტრაგედიის მიზეზად, ქალაქის მერიას ადანაშაულებს.
გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლის თქმით, ტროტუარები მოუწესრიგებელია, რის გამოც ქვეითები იძულებულები არიან, რომ საავტომობილო გზაზე იმოძრაონ.
"ტროტუარი გადაჩიჩქნილია, აქ სიარული ფაქტობრივად შეუძლებელია, რის გამოც საავტომობილო გზის ნაპირზე მოძრაობდა, უცებ კი მანქანას დაეჯახა,"- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი ამირან ჯოხთაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან მოხდა. შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება 276 -ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
"პრაიმტაიმი"