რეზონანსი
16.01.2019

 ყაზანი-თბილისის რეისზე თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმული მგზავრი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ საზღვრის გადაკვეთას 23 წლის მამაკაცი სხვისი პასპორტით ცდილობდა. კერძოდ, მესაზღვრეს მან საკუთარი ძმის პასპორტი წარუდგინა. მგზავრს იმედი ჰქონდა, რომ სამართალდამცავები ყურადღებას მის ჩაცმულობას და არა გარეგნობას მიაქცევდნენ.

იჟევსკის მცხოვრები თბილისში ვერ ჩამოვიდა. "პირველი არხის" ცნობით, მის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×