რეზონანსი
16.01.2019

 ქუ­თა­ი­სი-წყალ­ტუ­ბოს გზა­ზე მომ­ხდარ ტრა­გი­კულ ავა­რი­ა­ში და­ღუ­პუ­ლე­ბი 19-21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლი, ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე და ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რია ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, მათ­გან ორი – ნიკა და გი­ორ­გი კლა­სე­ლე­ბი და 2017 წელს და­ამ­თავ­რეს სკო­ლა “პროგ­რე­სი”. ბი­ჭე­ბი მე­ო­რე კურ­სზე სწავ­ლობ­დნენ თბი­ლი­სის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში და ქუ­თა­ის­ში სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გებ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე კი ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი შე­ჯა­ხე­ბის­თა­ნა­ვე გა­ი­თიშ­ნენ და შე­სა­ბა­მი­სად, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­მო­ბილ­ში ისე და­იწ­ვა, რომ მათი ამოც­ნო­ბაც კი გა­ჭირ­და. სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი უკვე სახ­ლებ­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

სკო­ლა “პროგ­რე­სის” დი­რექ­ტო­რის ნინო ჩიკ­ვაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ.

“ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტია, სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდე­ბი, სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხის­შვი­ლე­ბი იყ­ვნენ და გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი ვართ ყვე­ლა­ნი. ნამ­დვი­ლად მტკივ­ნე­უ­ლი ამ­ბა­ვია მთე­ლი სკო­ლის­თვის. ბი­ჭე­ბი ამ­ჟა­მად მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ, მათ ორი წლის წინ და­ამ­თავ­რეს ჩვე­ნი სკო­ლა და სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში გა­აგ­რძე­ლეს სწავ­ლა” – გა­ნა­ცხა­და ჩიკ­ვაშ­ვილ­მა.

“ძა­ლი­ან მტკი­ვა გული, ვერ ვი­ჯე­რებ… მათ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია, არ ვიცი რა ვთქა. ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბე­ბი იყ­ვნენ, კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, მათ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი წუთი. კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დით” – უთხრა "ამბები.ჯი"-ს გარ­დაც­ვლი­ლი ნიკა ჭან­ტუ­რი­ას და გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლის კლა­სელ­მა ნინო ჯიბ­ლა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×