რეზონანსი
15.01.2019

 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. "სუბარუ"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. ავტომობილს 65 წლის მამაკაცი მართავდა, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულები ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს უკვე მეხუთე მსხვერპლია, რომელიც სატრანსპორტო შემთხვევებს მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×