რეზონანსი
15.01.2019

 შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მოსამართლეების საკითხზე ისაუბრა:

“შემთხვევით არ ვხმარობ ამ ტერმინს “ბიძინანაცვლობა”. სისტემა, რომელშიც კონსტიტუციაში რა წერია, კანონში რა წერია, ამომრჩეველს რას დავპირდით, ევროპა რა სტანდარტს ითხოვს, ეს ყველაფერი ლაილაია. სინამდვილეში რა არის მნიშვნელოვანი? რა უნდა ბიძინას ან რა შეიძლება უნდადეს ბიძინას. ბიძინა ნამდვილად არ არის ყველა საკითხში ჩახედული. 

ეს კაცი, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩიეს ბიძინამ შეარჩია?! მაგრამ ვიღაცამ ხომ შეარჩია, ვისაც მოყვება რაღაცა ტიპის ბიძინას მადლი (ბოდიშს ვიხდი მორწმუნეებთან, მაგრამ ასე ვსაუბრობ, რათა გასაგები გავხადო) ნაკურთხია ბიძინასგან. მერე რა რომ კონსტიტუციაში ეს წერია, მთავარმა მთავარი თქვა. როგორც მღვდელმთავარი, რომელსაც აქვს თავისი პერსონალური ავტორიტეტი, მაგრამ პატრიარქის მიერ ხელდასმულია ის… ასეთი ბიძინანაცვლები არიან. მურუსიძე არის ბიძინანაცვალი”, – განაცხადა "პალიტრანიუსთან" უსუფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×