რეზონანსი
15.01.2019

 (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის სუფელ ძევერასთან მომხდარ ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.

გარდაცვლილია ცოლ-ქმარი. 1982 წელს დაბადებული კეჩხუაშვილი არჩილი და 1991 წელს დაბადებული მარიამი პანამარენკო, რომელიც ფეხმძიმედ იყო.

"ორი შვილი სახლში ელოდებოდათ, სამი და ოთხი წლის. გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო" - ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. თვითმხილველების თქმით, „მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×