რეზონანსი
15.01.2019

 (რეზონანსი) გორში მოკლული 9 წლის გოგონას საქმეზე ოჯახის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, ჯერ დანამდვილებით არ არის ცნობილი არის თუ არა ურიკაზე და ბოთლზე აღებული ნიმუში სისხლის ლაქა და ამასთან ეკუთვნის თუ არა დნმ ბრალდებულ იაგო ნებიერაძეს.

მისივე თქმით, აღებულ დნმ - ის ნიმუშთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და ამასთან საქმის შემდეგი სასამართლო პროცესი 21 თებერვალს არის დანიშნული.

"ველოდებით, ურიკაზე რა სისხლის ლაქაც იყო და ასევე ბოთლზე აქედან არის დნმ-ის ნიმუში აღებული და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, თუ არის ნამდვილად ეს ლაქა სისხლი და ვის ეკუთვნის. რაც შეეხება იმას როდის იქნება ექსპერტიზის პასუხი, მე ვესაუბრე გამომძიებელს და არც მან არ იცის როდის იქნება, ჯერჯერობით ველოდებით", - განაცხადა გიორგი გელხაურმა "პრაიმ ტაიმთან"

შეგახსენებთ, რომ იაგო ნებიერაძეს 9 წლის ნანა ბერიაშვილის გატაცებასა და მკვლელობაში ედება ბრალი. როგორც ოჯახის ახლობლები ყვებიან გოგონა გაუჩინარების დღეს მდინარე ლიახვის პირას ხელ-ფეხშეკრული იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაუმძიმდა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×