რეზონანსი
15.01.2019

 (რეზონანსი) „გირჩი" სკოლების გახსნას აპირებს. პირველი სკოლა თბილისში 6 თვეში გაიხსნება. ამის შესახებ „გირჩის" წარმომადგენელმა ჰერმან საბომ რადიო „იმედის " დილის არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, "გირჩი" საქართველოს მასშტაბით 30-მდე სკოლის გახსნას გეგმავს. უახლოეს მომავალში კი პარტია საზოგადოებას საინტერესო პროექტებს შესთავაზებს.

„სკოლაში არ იქნება ასაკობრივი შეზღუდვა, სწავლა ნაწილობრივ მონტესორის მეთოდით მოხდება, არ იქნება ტრადიციული სწავლება ტრადიციული სასწავლო პროგრამით. ვთვლი, რომ ექსპერიმენტი გაამართლებს და დაინტერესება იქნება, მსურველები უკვე გვყავს" - აცხადებს საბო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×