რეზონანსი
15.01.2019

 (რეზონანსი) ირლანდიაში ყოფნის წესების დარღვევის მიზეზით, საქართველოში ათამდე მოქალაქე ბრუნდება. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„ირლანდიიდან შესრულებული ჩარტერული რეისით საქართველოში ბრუნდება საქართველოს ათამდე მოქალაქე, რომლებმაც ირლანდიაში ყოფნის წესები დაარღვიეს.

პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ასაჯაროებს", - აცხადებენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×