რეზონანსი
15.01.2019

 (რეზონანსი) სასამართლოსგან ვითხოვ, დამტკიცდეს თემირლანის უდანაშაულობა, აღიარონ, რომ არაფერში იყო გარეული, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, აიზა (მედიკო) მარგოშვილმა სასამართლოში განაცხადა, სადაც მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც მარგოშვილი აცხადებს, მისი შვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მტკიცებულებების გარეშე დაადანაშაულა ტერორიზმთან კავშირში.

„მტკიცებულების გარეშე, პირდაპირ ტერორისტებთან დააკავშირეს ჩემი შვილი. თუ სწამთ ღმერთი და ადამიანობის ერთი პროცენტი თუ შერჩენიათ, ეყოთ ამდენი უსამართლობა, ამდენი არაადამიანური ბრალდება და ცილისწამება. ღმერთის წყალობით, მგონი გავიმარჯვებთ და დამტკიცდება თემირლანის უდანაშაულობა", - განაცხადა მარგოშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

აღნიშნული სარჩელით, მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ს მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას ედვება.

სასამართლო სხდომას არ ესწრება მალხაზ მაჩალიკაშვილი. პროცესზე გამოცხადდა ზაზა სარალიძეც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×