რეზონანსი
15.01.2019

 ჯვრის მონასტერი კვლავ დაკეტილია. ტაძარში მეორე დღეა, ვერც მომლოცველები და ვერც ტურისტები შედიან. მონასტერთან იმყოფებიან გარემოვაჭრეები. მათი განცხადებით, სასულიერო პირები მათ ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ, თუმცა ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

"მოვიდა და მითხრა წადიო, ეგრევე. რომელიღაც ბერი იყო. ჯერ კურთხევა უნდა მოგცეს წინამძღვარმა და მერე დადგეო. ხან ვის გვიგზავნიან, ხან ვის. პოლიციას იყო მოსული რამდენჯერმე,“ - განაცხადა  ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯვრის მონასტრის დაკეტვას გაუგებრობად აფასებს. მიხეილ გიორგაძე პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ძალიან აქტიურად უნდა ჩაერიოს სწორედ ადგილობრივი ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს კომპეტენცია გარე ვაჭრობის მოწესრიგების, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა პირველ რიგში. გაუგებრობად შევაფასებდი. ასე ვთქვათ, მალე გაირკვევა ეს სიტუაცია და დაპირისპირება უფრო არ გაღრმავდება,“ - განაცხადა გიორგაძემ.

(2020news)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×