რეზონანსი
15.01.2019

 პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი თებერვლის ბოლომდე ახალ პარტიას სახელწოდებით „კანონი და სამართალი“ დააფუძნებს. როგორც თაკო ჩარკვიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიის პრეზენტაციის თარიღი და პროგრამა ზუსტდება. მისივე თქმით, პარტიის პირველი მიზანი იქნება კორუფციასთან ბრძოლა და შესაბამისად, ანტიკორუფციული გეგმის შემუშავება.

თაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, პარტია ორიენტირებული იქნება რეგიონულ განვითარებაზე. როგორც პუბლიცისტი აცხადებს, „კანონი და სამართალი“ მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის გამტარებელი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×