რეზონანსი
14.01.2019

 თბილისში 9 წლის ახალგაზრდამ თავი სახლში ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი წალენჯიხის რაიონიდან იყო და ის დასთან ერთად, თბილისში ნაქირავებელ სახლში ცხოვრობდა.

როგორც „რეზონანს“ ადგილობრივები უყვებიან, ახალგაზრდა დასთან ერთად დედაქალაქში სწავლობდა და მას საკმაოდ ნიჭიერ და დადებით ადამიანად ახასიათებენ. გარდაცვლილის დედა ემიგრანტია და საზღვარგარეთ მუშაობს.

წალენჯიხის რაიონში ამბობენ, რომ გარდაცვლილი საკმაოდ სხარტი აზროვნების დ კომუნიკაბელური ახალგაზრდა იყო. ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მას რაიმე პრობლემები ჰქონოდა.

პირიქით, გამგებელი ამბობს, რომ ემიგრაციაში მცხოვრები დედა შვილებს არაფერს აკლებდა და მათზე მშობლები განსაკუთრებულად ზრუნავდნენ.

ახალგაზრდამ თავი საკუთარ ოთახში ჩამოიხრჩო. ის უკვე გარდაცვლილი დამ იპოვა.

„საკმაოდ კარგი ახალგაზრდა იყო. მის შესახებ რაიმე უარყოფითის თქმა გამიჭირდება. ოჯახიც შოკშია, არავინ იცის რატომ ჩაიდინა ეს. როგორც ყვებიან, მამასთან კომპიუტერით უსაუბრია, უთხოვია - ფული მჭირდება და გადმომიგზავნეო. მამამისმაც მაშინვე გადაუგზავნა. ამ საუბრის შემდეგ კი ოთხი საათი იყო გასული, ოთახში შესულა და თავი ჩამოუხრჩვია.

„დაც სახლში ყოფილა. უკვე გარდაცვლილი მას უპოვია. დედა ემიგრანტია, საზღვარგარეთ მუშაობს. ორივე და-ძმა სტუდენტები არიან და თბილისში ნაქირავებელ სახლში ცხოვრობდნენ. არც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და არც რაიმე სხვა პრობლემები ჰქონია. ოჯახს უხასიათობაც კი არ შეუმჩნევია, რომ რაიმე ეჭვი გასჩენოდათ. მშობლები ზედ იყვნენ გადაყოლილი და რა უნდა გამხდარიყო ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, რთული სათქმელია“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ჯონი ბობოხია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×