რეზონანსი
14.01.2019

 გურჯაანის აგრარულ ბაზარში დამლაგებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის ქალბატონი მასზე 10 წლით უფროს ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.

,,დაპირისპირება დახლის დასუფთავებამ გამოიწვია. ჩვენმა შტატიანმა დამლაგებელმა დაასუფთავა ტერიტორია, მეორე, შემოსულ დამლაგებელს კი ნაგავი მიუტანია და იქ დაუყრია. ეს იყო დაპირისპირების მიზეზი“ - განაცხადა გურჯაანის აგრარული ბაზრის დირექტორმა, ლამარა აკოფაშვილმა.

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რომელიც ძალადობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×