რეზონანსი
14.01.2019

 აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება იანვრიდანვე დაიწყება. გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს.  ღონისძიებათა გეგმა მოიცავს მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებას, კერძოდ, გარდა იმისა, რომ ტექნიკით მოცვის არეალი გაფართოვდება, ფერმერები ინფორმაციას ამა თუ იმ დღეს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ.

კომისიამ ასევე შეაჯამა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაო. აღინიშნა, რომ გაწეული ძალისხმევის შედეგად, მავნებლის გავრცელების არეალი არ გაზრდილა, გასული წლების გამოცდილებისა და სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული გეგმა კი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ  2019 წელს  დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×