(რეზონანსი) ლუკა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ოჯახს ეჭვი აქვს, რომ 16 წლის ბავშვი რომელსაც ფილტვების პრობლემა ჰქონდა, აპარატიდან გამოაერთეს:
"მე უკვე ადამიანი აღარ ვარ, რობოტი ვარ, შეშლილი ვარ, შევიშალე, ცხოვრება აღარ მინდა, არაფერი აღარ მინდა,
ვერ მომინელებია და ვერც მოვინელებ 2 ბიძაშვილს ლექსოს და დათოს... და დღეს 16 წლის ანგელოზი სასახლეში გვიწევს. პატარა დავკარგეთ.
ყველამ იცით როგორ მიყვარს ჩემი ხატია ფეიქრიშვილი. ხატიამ დაკარგა ძმა, მე დავკარგე კიდევ ერთი ბიძაშვილი,
ვდგავარ ახლა და დავყურებ ხატიას, მის დას და დედას რომლებიც გაქვავებულები დგანან.
წინასწარ არ მინდა საუბარი, მაგრამ ოჯახს აქვს ეჭვი,რომ პატარა აპარატიდან გამორთეს, მინიმუმ მოლოტოვის კოქტეილს შემოგიგდებთ თქვე ბ***შვილებო, გარკვეული ვიდეო მასალა გვაქვს.
თავიდან ვითომ ვერ პოულობდნენ იმ მორიგეს, ვის ხელშიც ბავშვი გარდაიცვალა, გულში ადრენალინი დავარტყითო.
მერე ვითომ გამოჩნდა ის მორიგე.
ვინმემ მოგვხვედეთ, გარდაცვლილის ოჯახს სურს ჟურნალისტებთან საუბარი, ბავშვი გუშინ კარგად იყო,
პატარას პრობლემა ჰქონდა ფილტვებზე, დღეს კი აღარ არის. მოგვხედეთ, მომწერეთ დაგაკავშირებთ ოჯახთან,
ღმერთო მომეცი ძალა, რომ ეს დღეებიც გადავაგორო, მეც, ხატიამაც, ოჯახმაც", - წერს ლუკა ფეიქრიშვილი.