რეზონანსი
14.01.2019

 (რეზონანსი) ხონის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის დისლოკაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საწვრთნელი სროლები.

"იანვრის თვეში, 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის დისლოკაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საწვრთნელი სროლები. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადადაადგილებისას, გთხოვთ, გამოიჩინეთ სიფრთხილე".- აღნიშნეს ხონის მერიაში.

 

პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×