რეზონანსი
14.01.2019

 (რეზონანსი) მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქეთევან კიკნაძე მახათას მთაზე პანთეონის მშენებლობას აპროტესტებს და დიდუბის პანთეონის გაფართოებას მოითხოვს. მსახიობის თქმით პანთეონის ტერიტორიის გაზრდა ეკლესიის ეზოში არსებული კედლის დანგრევითა და იმ ადგილის შემოერთებით არის შესაძლებელი სადაც „სამღვდელოების ჯიპების სადგომია".

„გვერდით უშველებელი ადგილია და კედელი, მარტო იმ კედელს უნდა მონგრევა. ვიყავი მე იქ, დავათვალიერე ყველაფერი. ღმერთო ნუ მიწყენ და დიდუბის ეკლესიის ეზო გადაქცეულია სამღვდელოების ჯიპების სადგომად. განცვიფრებული წამოვედი. ეკლესიაში ჯიპების სადგომი რომ აქვთ არ ჯობია პანთეონის ტერიტორიას შეურთდეს?"-განუცხადა „პრაიმტაიმსს" ქეთევან კიკნაძემ.

 

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×