რეზონანსი
14.01.2019

 (რეზონანსი) საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო. დავით კირკიტაძის საქმეზე, რომელიც ქვემო ქართლში მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხება, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება გირაოც გააუქმა.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ასევე, ბრალდებამ გირაოს სახით მისი მამის კუთვნილი ბინის აღსრულებაში გადაცემა მოითხოვა.

ბრალდების მხარის განცხადებით, გუბერნიის ბალანსზე რიცხულ ძვირადღირებულ სპეცტექნიკას კირკიტაძე კანონდარღვევით, პირადი ინტერესებისთვისაც იყენებდა, კონკრეტულად კი მისი ძმის სასარგებლოდ.

მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დავით კირკიტაძეს პატიმრობა ისედაც შეფარდებული აქვს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×