რეზონანსი
14.01.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, იგი გუნდში არ დარჩება თუკი საკანონმდებლო ორგანო სკანდალური მოსამართლეების სიას დაამტკიცებს.

აღნიშნულის შესახებ ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ვინ წავა ვინ დარჩება და ესეთი მდაბიო შეკითხვები ჩემთვის უმნიშვნელოა. ჩემი დარჩენა გადაწყდება იმის მიხედვით, ამ მოსამართლეებზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, 2018 წლის მიწურულს საპარლამენტო წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომითეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მისი წასვლის მიზეზი იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების სია გახდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×