რეზონანსი
14.01.2019

 ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახს პაციენტის მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებასთან დაკავშირებით დახმარება ოფიციალურად ამ დრომდე არ უთხოვია.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე ამბობს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ტრანსპორტირება ამ დროისთვის დაუშვებელია.

„პაციენტს, მის ოჯახს, მის კანონიერ წარმომადგენელს სამინისტროში არ მოუმართავს, თუმცა, ჩვენ ვართ საქმის კურსში და ვიცით, რა დიაგნოზი და როგორი გზა გაიარა ამ პაციენტმა აჭარის სამედიცინო დაწესებულებიდან მისი ლოკაციის ბოლო ადგილამდე და დღესდღეობით საბოლოო სამუშაო დიაგნოზი არის დაუდგენელი, ინფექციური პათოლოგიით გამოწვეული სისტემური ანთებითი რეაქციის პასუხი. როდესაც ბავშვი იქნება ტრანსპორტაბელური, დღესდღეობით, კლინიკა ამბობს, რომ ეს არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ბავშვს ყოველ 2-3 საათში ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურები უტარდება - გადასხმები, მედიკამენტები და ა.შ. სტაბილიზაციის შემდგომ შესაძლებელია, განხილულ იქნას მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის და მკურნალობის იქ გაგრძელების საკითხი,“ - განაცხადა მარინა დარახველიძემ.

6 წლის ბავშვის ოჯახი პაციენტის მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებას და დაფინანსებას ითხოვს.

(ნიუპოსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×