რეზონანსი
14.01.2019

 პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, სქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილს კანონის მოთხოვნას ეხმაურება:

"მეგობრებო პასუხი მოვთხოვოთ, თავად ზურაბიშვილს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ცილი დასწამა და ომის დაწყება დააბრალა ("მძინარე მოსახლეობა დავბომბეთო”), ხოლო სტრასბურგმა ეს "ცილისწამება" უარყო და ოსეთის მხარის სარჩელი არ მიიღო. ასე რომ, სრული უფლება გვაქვს არ დავტოვოთ ეს ამბავი უყურადღებოდ და მოვთხოვოთ პასუხი ცილისწამებისა და ჭორების გატირაჟებისთვის, თანაც თავად ზურაბიშვილი ითხოვს და "თავს იკლავს", გინდა თუ არა ახალი კანონი მინდაო.

ეს ყველაფერი იქით იყოს და მართლა რატომ ვაბედინებთ ამ თავხედს ამდენს, უკვე ერდადერთ მონაპოვარს სიტყვის თავისუფლებას "ურტყამს - ეს პრეზიდენტი, თავის "პატრონთან" ერთად! გამოვიდეთ და შევაჩეროთ ეს უმსგავსობა და შეურაცხყოფა. კანონის ფარგლებში დავაანონსოთ აქცია, დავიცვათ სიტყვის თავისუფლება!" - წერს ჩარკვიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×