რეზონანსი
13.01.2019

 (რეზონანსი) ქუთაისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახება მკვეთრად გაიზარდა.

ქუთაისის ცენტრის დირექტორმა, "პრაიმტაიმს" განუცხადა, რომ გამოძახებების 70 % ვირუსს უკავშირდება.

"გამოძახებები მკვეთრად არის გაზრდილი. საშუალო მაჩვენებელი გრიპის ვირუსამდე იყო 170, ახლა კი 250-ს აჭარბებს. საბედნიეროდ ბოლო ორი დღეა, შედარებით მოიკლო მომართვიანობამ."- აცხადებს მაია რუხაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გრიპის ვირუსი მძვინვარებს.

 

primetime.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×