რეზონანსი
13.01.2019

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილის წერილის შემდეგ, ეკა ბესელია ხვალ პირველ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მედიისთვის პრესკონფერენციას სავარაუდოდ პირველ საათზე ჩაატარებს.

როგორც ბესელიამ ბოლოს ივანიშვილის წერილის შემდეგ დააანონსა ის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერს ნათელს მოჰფენდა. ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე მწვავედ გააკრიტიკა, ამ წერილის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ივანიშვილმა თავისი განცხადებით "მოსამართლეების შავი სიის" ღია დაპირისპირებაში ე.წ ახლების გუნდს მხარი დაუჭირა და ბესელიას დაჯგუფებას პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა.

 

 

"პირველი რადიო"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×