რეზონანსი
13.01.2019

 (რეზონანსი) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის ვირუსი ყველაზე მეტად აჭარასა და იმერეთშია გავრცელებული. მისი თქმით, შედარებით მშვიდი ვითარებაა ქვემო ქართლსა და კახეთში. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა იზრდება თვითმიმართვიანობა.

"რეგიონული განაწილების მხრივ შედარებით სიმშვიდე გვაქვს ქვემო ქართლში და კახეთში, შედარებით დაძაბულია სიტუაცია აჭარასა და იმერეთში, ნაკლები - სამეგრელოში. რა თქმა უნდა, რადგან ძირითადი საავადმყოფოები თბილისშია, დიდი დატვირთვა დედაქალაქზე მოდის", - თქვა გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში ანტივირუსული პრეპარატის "ტამიფლუს" მარაგი შემოვიდა.

დღეიდან გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება ყველასთვის უფასო ხდება. დღეიდანვე ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ" საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. პრეპარატ „ტამიფლუს" მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ გუშინ მიიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×