რეზონანსი
13.01.2019

 მარნეულში დედამ შვილი დაჭრა, მიზეზად უცხო პირის მიერ ინტერნეტში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელება სახელდება. წინასწარი ინფორმაციით ქალს მიმოწერა უცხო მამაკაცთან ჰქონდა, რომელსაც, სავარაუდოდ, ინტიმური ხასიათის სურათებს უგზავნიდა. მამაკაცი მას ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა და სანაცვლოდ თანხმა მოსთხოვა.

ქალმა თანხის გადახდა მხოლოდ ერთხელ შეძლო, სურათების შესახებ ოჯახის წევრებმა შეიტყვეს, რის გამოც დედამ შვილი დაჭრა.

როგორც ,,პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული უკვე დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×