რეზონანსი
12.01.2019

 ეს ფოტო, რომელიც დღეს არის გადაღებული, „ალიას“ მომხმარებელმა მოაწოდა. ქალბატონს ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ,,ავერსის” 24-საათიან რეჟიმში მომსახურე აფთიაქი დაკეტილი დახვდა. „გულისხმიერ“ თანამშრომლებს უზრუნიათ და პაციენტების გასაფრთხილებელი წარწერაც გამოუკრავთ - „კორპორატიული ღონისძიების გამო დროებით დაკეტილია აფთიაქი“.  სხვა აფთიაქი ახლომახლო არც არსებობს და ადამიანმა ან სიცივეში მინიმუმ კილომეტრი უნდა გაიაროს იმის გამო,  ,,ავერსის” თანამშრომლებს კორპორატიული ღონისძიება აქვთ!

აბა, რა, როცა ვირუსების პერიოდია, ხალხს გამუდმებით სჭირდება მედიკამენტები ან ელემენტარული, ნიღაბი მაინც, უნდა წახვიდე და იქეიფო. ამდენ „ავადმყოფს“ ფხიზელი თვალით როგორ უნდა უყურო? არადა, რომ ჰკითხო, „ავერსი“ ჩვენს ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×