რეზონანსი
12.01.2019

 (რეზონანსი) ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვლილი 22 წლის სალომე ქემაშვილის მეუღლე, ირაკლი კბატაშიძე საზოგადოებას ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებისგან გამოწვეული ტკივილის გაზიარებისთვის მადლობას უხდის.

"მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ჩემო ძვირფასო ხალხო, ნაცნობო თუ უცნობო ადამიანებო, რომ ასე გულთან მიიტანეთ ჩემი უზარმაზარი ტრაგედია და საკუთარივით გაითავისეთ! ყველანი მიყვარხართ და უფალი გადაგიხდით ყველაფერს სიკეთით"- წერს გარდაცვლილი გოგოს მეუღლე.

სალომე ქემაშვილი "ღორის გრიპით" რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. მას წლინახევრის შვილი დარჩა. გოგონა კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×