რეზონანსი
12.01.2019

 (რეზონანსი) ძლიერი აფეთქება პარიზში, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის რამდენიმე მეხანძრეა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პარიზში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების დროს შენობა ნაწილობრივ ჩამონგრა და ცეცხლი მოეკიდა. დაზიანდა რამდენიმე ახლომდებარე ავტომობილი.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი პარიზის ცენტრალურ ნაწილში, რუა დე ტრევიზისქუჩაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე 140-ზე მეტი მეხანძრე არის მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×