რეზონანსი
12.01.2019

 შემთხვევა რუსთავში VII მიკრო-რაიონში გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა ქალი მესამე სართულის ფანჯრიდან იყურებოდა რა დროსაც დაბლა გადავარდა და პირველ სართულზე არსებულ მიშენებაზე დაეცა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟერბი.

დაშავებული მრავალი მოტეხილობებით "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ გოგონას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ქირურგიულ განყოფილებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×