ექიმი ანანო ქავთარაძე სამედიცინო ნიღბებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციებს ავრცელებს:
ნახევარი ქალაქი დადის ნიღბებით, დეფიციტია და ლამისაა აქციები დაიწყოს ნიღბების მოთხოვნით. ამ დროს:
- ის, რასაც თქვენ იყენებთ უხშრესად, არის ე.წ ქირურგიული ნიღაბი.
- გრიპის სეზონზე ნიღბის ქუჩაში ტარებას დიდი აზრი არ აქვს, სწრაფად კონდენსირდება და გამოყენებისათვის უვარგისი ხდება.
- უნდა გამოიცვალოთ დანოტივებისთანავე, ან 2-3 სთ-ში ერთხელ.
- აღნიშნული ნიღაბი ინფიცირებული(ან პოტენციურად ინფიცირებული) ადამიანისგან იცავს სხვებს.
- ჯანმრთელი ადამიანების მიერ მის გამოყენებას შესაძლებელია ჰქონდეს მექანიკური დაცვის მომენტი, ვინაიდან ნაკლებად იკიდებთ ხელს ცხვირ-ტუჩს არეში. გიცავთ შედარებით დიდი ზომის ნაწილაკებისგან, მაგრამ ის ატარებს მცირე ზომის ნაწილაკებს.
- მრავალი კვლევის თანახმად, დამოუკიდებლად, მხოლოდ ნიღბის გამოყენება არ ამცირებს ავადობის რისკს, აუცილებლად უნდა დავიბანოთ ხელები ხშირად, თბილი წყლითა და საპნით. კომბინაცია ამცირებს ავადობის რისკს, მათ შორის ინფიცირებული ოჯახის წევრის შემთხვევაში.
- 0. 3 მიკრონზე ნაკლები ზომის ნაწილაკებს არ ატარებს ნიღაბი N95. შესაბამისად მას მეტად აქვს ჯანმრთელი ადამიანის დაცვის ფუნქცია, თუმცა არა სრულყოფილი.
- ქირურგიული ნიღბის მოხმარების მხოლოდ 1 სწორი გზა არსებობს: ცისფერი (ან სხვა ფერადი) ზედაპირი გარეთ. თუ ორივე მხარე თეთრია, აუცილებლად ნახავთ ნიშნულს, საით უნდა იყოს მიმართული ესა თუ ის მხარე.
- თეთრი და ფერადი მხარე, რომ თითქოსდა სიგნალია, დაავადებულს უკეთია თუ ჯანმრთელს, მითია! არანაირი მსგავსი სიგნალი, ნიშანი, ინდიკატორი არ არსებობს.
- ნიღაბი უნდა ფარავდეს როგორც პირს, ასევე ცხვირის ნესტოებს სრულად!
- მიიღეთ ადკვატური რაოდენობის სითხე, იძინეთ კარგად, იკვებეთ ჯანსაღად, ხშირად გაანიავეთ ოთახი, ნუ ივლით თავშეყრის ადგილებში. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ოჯახის ექიმს/პედიატრს.
და კიდევ:
- ბანანით არც გრიპის ვირუსი შეგეყრებათ და არც შიდსის.
- ბორის მჟავა, წყალბადის ზეჟანგი, სოდა და ძმანი მათნი ვერც დაგიცავენ ვირუსისგან და ვერც გიმკურნალებენ.
- შესაბამისად, მოეშვით თვიშემოქმედებას.
- ვაქცინაცია (არც გრიპის და არც სხვა) აუტიზმს არ იწვევს! მომავალ წელს მაინც აიცერით!