რეზონანსი
11.01.2019

 (რეზონანსი) ახალი წლის დღეებში მხოლოდ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერებით მოწამვლის კიდევ ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანი ახალგაზრდაა.

„ორი პაციენტი რეანიმაციაში შემოვიდა, თუმცა უკვე გავწერეთ. კიდევ ოთხი პაციენტი მიმღებიდან იქნა გაწერილი. ძირითად შემთხვევაში დაუდგენელი სუბტანცია ფიქსირდებოდა. ერთი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა ხუთი დღის წინ. 60 წლის მამაკაცი ნარკოკომით გარდაცვლილი შემოყვანა სასწრაფომ. ახალი წლის პერიოდში რამეს განსაკუთრებული გააქტიურება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის არ ყოფილა", - განაცხადა „პრაიმტაიმთან" ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ.

სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუმცა კონკრეტულად რომელი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად მოხვდნენ პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში, კლინიკაში ვერ აკონკრეტებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×