რეზონანსი
11.01.2019

 (რეზონანსი) ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ბრალდებულ სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

ადვოკატის ვახტანგ თალაკვაძის თქმით, ვიდრე დაზუსტებით არ იქნება ცნობილი თუ რამ გამოიწვია ავტომობილზე კონტროლის დაკარგვა, არ შეიძლება მტკიცება, რომ მძღოლს ჩაეძინა.

დაცვის მხარის პოზიციით, არ არის გამორიცხული, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო რთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე და საჭიროა ამ გარემოებებსაც მიექცეს ყურადღება.

წინასასამართლო სხდომა 28 თებერვალს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სასწრაფო დახმარების ავტომობილი ვაკეში ჯიხურს დაეჯახა, შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, საიდანაც ერთი მუშა გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×