რეზონანსი
11.01.2019

 (რეზონანსი) "რატომ ვართ ამბოხებულები, რაში გამოიხატება ამბოხება? ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?" - ასეთია გედევან ფოფხაძის პასუხი თანაგუნდელის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებაზე, რომელმაც ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს ამბოხებულები უწოდა.

ფოფხაძის თქმით, მას და ასევე სხვა რამდენიმე დეპუტატს, რომლებიც პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა 10-კაციან სიას აპროტესტებენ, გუნდის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

„უნდა ახსნან ჩვენი პოზიციის რომელი კონკრეტული ნიუანსები არ მოწონთ. ჩინჩალაძე უნდათ? მურუსიძე უნდათ? მოსწონთ სააკაშვილის ზონდერ მოსამართლეები? მაშინ რა საერთო აქვთ "ქართულ ოცნებასთან"? ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები? რაში გამოიხატება ამბოხი, ფოსტა-ტელეგრაფია ავიღეთ? ჩვენ გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს. მე საერთოდ ვერ ვხვდები გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები ამბოხებულებად გამოაცხადო, ეს არასწორი პოზიციაა. ვინც ამას ამბობს ალბათ ხუმრობს და ჩავუთვლი უკბილო ხუმრობად ჩემი გუშინდელი ხუმრობის არ იყოს", - განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, იგი "ქართული ოცნებიდან" გარიცხვას არ ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×