რეზონანსი
11.01.2019

 (რეზონანსი) ხვალიდან ანტივირუსული მედიკამენტ „ტამიფლუ" არამხოლოდ რისკ-ჯგუფებისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის უფასოდ გაიცემა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს ყველა მოქლაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცეს სახელმწიფო სუფსიდირებით, ანუ მოქალაქეებზე გაიცეს უაფსოდ, ხვალ დავიწყებთ ამის განხორციელებას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამ დრომდე, „ტამიფლუ" უფასოდ გაიცემოდა რისკ-ჯგუფის პაციენტებისათვის, ექიმის დანიშნულების (ფორმა N100) საფუძველზე მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან.

რისკ-ჯგუფში შედიან: სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ონკოლოგიური პაციენტები, ბავშვები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×