რეზონანსი
11.01.2019

 (რეზონანსი) იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე ეკა ბესელიას პარლამენტში ახალი კაბინეტი გამოუყვეს.

მისი ახალი სამუშაო ოთახი პარლამენტის C კორპუსში მდებარეობს. იურიდიული კომიტეტის სათათბირო ოთახიდან უკვე ჩამოხსნეს აბრა, რომელზეც მითითებული იყო, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიას ეკავა.

ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა, რის მიზეზადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია დაასახელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×