რეზონანსი
11.01.2019

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია ივანიშვილისა და ბესელიას დაპირისპირებას ეხმიანება:

"ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წავიდაო, ახლაც ეს არქეტიპული ფრაზა თქვა ივანიშვილმა. ოღონდ მას დაავიწყდა, რომ ბესელია, მისგან განსხვავებით, პოლიტიკოსია. და თუ თავად მურუსიძის გასაპრავებლად პოლიტიკურ საფლავში უნდა ჩაწვეს, ეკა ბესელია სულაც არ აპირებს მისთვის გვერდის დამშვენებას და ეს სულაც არაა გასაკვირი.

არა მარტო ბესელია, პარლამენტის სხვა წევრებიც აცნობიერებენ იმ მარაზმს, რაშიც აღმოჩნდნენ. პოლიტიკა გაცილებით რთული და მრავალუცნობიანი თამაშია, და ბიძინეს მცდელობები გაიყვანოს პოლიტიკოსები პოლიტიკიდან და მხოლოდ უბიოგრაფიო, უპრინციპო და უხერხემლო კარიერისტები დაიტოვოს, მხოლოდ საკუთარ ხელისუფლებას დააზიანებს.

მალე ნახავს, რას მოუტანს გასაბერი პარლამენტის თავმჯდომარის და კოლექტიური მურუსიძის იმედად დარჩენა", - წერს გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×