რეზონანსი
11.01.2019

 „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრი, გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადებას ეხმაურება. "ოცნების" გუნდის ყოფილი წევრის განცხადებით, ირიბად დადასტურდა, რომ მოსამართლე სია არის "ბიძინა ივანიშვილის გულის ნადები". სანიკიძის შეფასებით, საქმე გვაქვს ხელისუფლების უზურპაციასთან.

„ის, ფაქტობრივად, მხარს უჭერს ე.წ. კომკავშირელების გუნდს, ნორჩ ბიძინელებს, რომლებიც არიან „ქართულ ოცნებაში“, რომლებსაც უნდოდათ ამ მოსამართლეების გაყვანა“, - განაცხადა სანიკიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასა და გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე წერილობითი განცხადება გუშინ  გამოაქვეყნა. ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×