რეზონანსი
10.01.2019

 ემიგრანტთა ნაწილი გეგმავს, საქართველოში „ტამიფლუ“ უსასყიდლოდ გამოაგზავნონ და შეჭირვებულ ოჯახებს გადასცენ. თურქეთში მცხოვრები თეა ხასაია სოციალურ ქსელში მოწოდებას ავრცელებს

„სტამბულში მყოფო ქართველებო, ვინმემ გაუკეთეთ ორგანიზება, გავაგზავნოთ საქართველოში ღორის გრიპის წამალი ტამიფლუ და ახლა სხვა წამალიც გავიგე, რითაც თურქეთი კურნავს ღორის გრიპით დაავადებულთ. აქ 39 ლირამდე ღირს. რამდენიმე კოლოფი, ვის რამდენიც შეგვიძლია, ერთიც რომ შეგეძლოთ, ვიყიდოთ და მოვიფიქროთ, რანაირად შევძლებთ გაგზავნას. რას იტყვით… მე ვერ ვუკეთებ ორგანიზებას, მოუცლელი სამსახურის გამო. კვირას ვისვენებ, შევხვდეთ სადმე, მოვიფიქროთ, საქართველოში გაჭირვებულ ავადმყოფებს მივაწოდოთ… უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ახლობლებს, სრულიად საქართველოს. მინდა სხვა ქვეყნის ემიგრანტებმაც გადააზიაროთ და ააგროვოთ წამალი. დავდგეთ ფეხზე. განსაცდელი გვიდგას ყველას", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×