ბრიტანეთის მოქალაქე ეკა ტიკარაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ის „ნიუპოსტს“ უყვება, რომ რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა, სასწრაფო კი გამოძახებაზე არ მივიდა. რის შემდეგაც, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკუთარი სახსრებით, ტაქსით მივიდა, თუმცა „ნამდვილი კოშმარი“ ამის შემდეგ დაიწყო.
ტიკარაძე ეჭვობს, რომ გრიპის ვირუსის ფონზე კერძო კლინიკები, სახელმწიფოს მხარადჭერით ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობენ და „ფულს აკეთებენ“:
„ოთხი დღეა არ ვარ კარგად, ნელ-ნელა უარესდებდა სიტუაცია. დაბალი სიცხეები და მძიმე ხველა. წუხელ უკვე სასწრაფო გამოვიძახეთ, რომელსაც 6 საათი ველოდეთ და მერე გავაუქმეთ და ტაქსით ვისარგებლეთ.
იქ წინასწარ “დამიდგინდა” მარჯვენა ფილტვში ანთება/ანომალია და დამაწვინეს, რომ დილას ხელმეორედ გადაეზუსტებინათ.
დაწვენიდან, დაახლოებით, ერთ საათში მირეკავს ჩემი ბრიტანული დაზღვევის აგენტი, ვრთავ მას მიკროფონზე, რომ ინფორმაციის ჩაწერაც მოვახერხო. ყველას ესმის ჩემი ბრიტანული აქცენტით საუბარი, ბრიტანელ აგენტთან.
რის მერეც ვაცნობებ ბრიგადას, რომ გადავიხდი ყველაფერს, უბრალოდ, მომიმზადონ ფორმა 100 (დეტალურად) და დეტალურად დამიწერონ დიაგნოზიც, რაც ჩამიტარდა და ხარჯთაღრიცხვა.
დილას თენდება და მიღებენ განმეორებით რედგენა (ამჯერად შედარებით თანამედროვე აპარატით) და ირკვევა რომ აბსოლუტურად სუფთაა ორივე ფილტციც და მხოლოდ ასთმური შეტევა და სპაზმები მახრჩობს….
დასკვნები თქვენთვის მომინდია!”- აცხადებს ეკა ტიკარაძე.