რეზონანსი
10.01.2019

ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას "კაჭრეთის მანიფესტს" უწოდებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. იგი ამბობს, რომ ექსპრემიერმა "გადააგდო ყველა ის ადამიანი, ვისაც არჩევნების მეორე ტურის წინ დახმარება სთხოვა". 

"ფაქტობრივად კობახიძის ციტატების კოპირება ვიხილეთ ამ ყველაფერში. უნდა ვივარაუდოთ, რომ კობახიძემ თავისი გამონათქვამები შეაგროვა, დაწერა და ბიძინა ივანიშვილს ხელი მოაწერინა. 

ივანიშვილს დღემდე კიდევ ჰქონდა შანსი და იმის კომფორტი, რომ ამ ყოვლად წარმოუდგენელი მანკიერი პროცესიდან დისტანცირება მოახდინა და პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კობახიძის ჯგუფისთვის, მაგრამ დღეს თქვა, რომ ეს ჩემი პროცესია. მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვები და იუსტიციის საბჭო ჩემი საყვარელი შვილები არიან. ესენი არიან მისი საყვარელი შვილები? ამ შვილებით უნდა მოიგოს არჩევნები მომავალში? ფაქტობრივად, მან დღევანდელი განცხადებით გადააგდო ყველა ის ადამიანი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უზრუნველყო მისი გამარჯვება", - აცხადებს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×