(რეზონანსი) პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
"ვინმე ნუკრი ჩალიძე (სავარაუდოთ ტროლია) მწყევლის ფ.ბ.-ზე თქვენი ოჯახი ამოწყდა ღორის გრიპითო. კალაძისგან რა გინდათო (მერ-მოდელზე) მეუბნება და იცავს მას ჩემგან, მე მივუთითე კალაძეს, "მორჩით სრიალს, ჩამოდით მთის კურორტიდან და ქალაქს მიხედეთ, ხალხი იღუპება და დიდი პრობლემებია თქო" ჰოდა არ მოეწონა ტროლს და ახალი "ქართული ოცნებისეული" წყევლა გამომიცხო ჰოდა მაგას ვამბობ ბატონო, აი ამ ტიპის მეტყველება, რომ აქვთ და ეს ინტელექტი ხელისუფლებაში, უმრაველსობაში- უმრავლესობას, ა ბატონო, მაგიტომ ვარ ოპოზიციაში, ისე წყევლა გამიგია,"მარა" "მთლად ასეთი", ღორის გრიპით ამოწყდითო - ეტყობა, მხოლოდ კახი კალაძის "ტროლებმა " იციან- არის ამაში რაღაც -" ნიცშესეული" ("დედა რა იყო ეს აა?") ისე წყევლა მაწყევარსაო და რა ვიცი, მაინც არ დააცემინოთ უცებ, რა ვიცი", - წერს ჩარკვიანი.