რეზონანსი
10.01.2019

 კომპოზიტორი მანანა იმედაძე სიცრუეს უწოდებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 22 წლის სალომე ქემაშვილს ვირუსთან ერთად, სხვა მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ამ საკითხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი პირდად გამოეხმაურა.

"თანავუგრძნობ ოჯახს, ამ მძიმე ტრაგედიის გამო. დაიღუპა ახალგაზრდა ქალბატონი, თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში. ჩემი პასუხი იყო და ახლაც ვადასტურებ, საქართველოში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ოჯახის თანხმობის გარეშე, არ მაქვს უფლება დეტალებზე საუბრის. მე გავეცი ზოგადი პასუხი. ქალბატონმა დარეკა ჩვენს აპარატში და თანამშრომელს განვუცხადე, რომ ამ ბრიფინგის შემდეგ პირადად დაველაპარაკები და ავუხსნი მდგომარეობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, აქ განვითარდა ძალიან მძიმე პათოლოგია. ჩვენს მოსახლეობას გრიპი ჰქონია გაციება. გრიპოზული დაავადება, 30 პროცენტის შემთხვევაში რთულდება, სერიოზული პატოლოგიით. თითოეული ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. ოჯახთან მექნება საუბარი და ჩაგაყენებთ საქმის კურში. დიაგნოზი მათ იციან. ეს გაფორმებულია", – განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×